"იმედით ვიყავით რეანიმაციაში იწვა, მაგრამ გარდაცვლილია მართლმსაჯულება" - რას აცხადებენ მხარეები "ციანიდის საქმეზე" სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ? - Palitra News

"იმედით ვიყავით რეანიმაციაში იწვა, მაგრამ გარდაცვლილია მართლმსაჯულება" - რას აცხადებენ მხარეები "ციანიდის საქმეზე" სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ?

2018-02-13 13:16:58+04:00

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებოდა.მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

იხილეთ:

დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო