დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო - Palitra News

დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

2018-02-13 12:13:57+04:00

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ, ხოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა დაბალი სასჯელი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა თავად მსჯავრდებული.

იხილეთ: "იმედით ვიყავით რეანიმაციაში იწვა, მაგრამ გარდაცვლილია მართლმსაჯულება" - რას აცხადებენ მხარეები "ციანიდის საქმეზე" სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ?