15:55
13 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია პატიმრობიდან გათავისუფლდა
03-05-2019

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ბრალდებულის პატიმრობისთვის განსაზღვრული საერთო ვადა 9 თვე, ჭანტურიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. როგორც სასამართლო განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე კვლავ მიმდინარეობს განხილვები და ბრალდებულის მხრიდან ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, ჭანტურიას დაევალა პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პროცესის მწარმოებელ ორგანოში ჩაბარება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე სასამართლოში გამოცხადება, ამასთან აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება 22:00 საათიდან 07:00 საათამდე.

AutoPlay
ნიკა მელია - იმის კბილი, რომ დიმიტრი ხუნდაძე დამოუკიდებლად მოქმედებს, ერმა და ბერმა მოიცვალა
გამოქვეყნდა 41 წუთის წინ
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "ქართულ ოცნებას" ამ ბინძური თამაშის უფლება არ მივცეთ" - არასაპარლამენტო ოპოზიციმ შეხვედრა გამართა
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
ჰონგ-კონგი მესამე დღეა ანტისამთავრობო დემონსტრანტებს პარალიზებული აქვთ
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
ვენეციის მერი წყლის დონის მატების გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ტრამპმა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს 100-მილიარდიანი სავაჭრო გარიგება შესთავაზა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები