ძლიერი აფეთქება ზემო ფონიჭალაში - სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ორს კი, მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ნანგრევებში დედა და მისი წლისნახევრის შვილი მოყვნენ. მათ მოსაძებნად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. აფეთქებისას კორპუსის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოიშალა, შენობიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. სახლებიდან ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებლებით მერია უზრუნველყოფს. თბილისის მერმა ჯერ ზუსტად არ იცის, რამდენ ოჯახს დასჭირდება დახმარება. უცნობია ასევე რამდენად უსაფრთხოა აფეთქებულ კორპუსში ცხოვრება. ადგილზე თბილისის მერი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსიც მივიდნენ.
იხილეთ:
ძლიერი აფეთქება და ნგრევა ფონიჭალაში - ტრაგედიას დედა და მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლნენ
ფონიჭალაში აფეთქების გამო სახლებიდან ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებლებით უზრუნველყოფენ