ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულები დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში არიან. სამივე ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი უშუალოდ იმ ბინაში იმყოფებოდნენ, სადაც ბუნებრივი აირი აფეთქდა. სამივე მათგანი მკურნალობას დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ძლიერი დამწვრობა და დაზიანებები 44 წლის მამაკაცმა, მისმა 24 წლის შვილმა და 6 წლის შვილიშვილმა მიიღეს. დამწვარი აქვთ სახე, გულმკერდი, ხელის მტევნები და ქვემო კიდურები. . ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. აფეთქებისას შუახნის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, ახალგაზრდა კაცმა 50%–ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა კი სხეულის 12%–ის დამწვრობა. აღენიშნებათ გარე ტრავმებიც. დაზარალებულები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოინახულეს.
იხილეთ:
ფონიჭალაში აფეთქების გამო სახლებიდან ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებლებით უზრუნველყოფენ