გამოცდაზე გასული 5 340 მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 2 886-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა - Palitra News

გამოცდაზე გასული 5 340 მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 2 886-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა

2021-10-21 14:14:11+04:00

მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული 5 340 მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 2 886-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.

„ინტერპრესნიუსის“ მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე წელს, სულ 7 ათას 327 პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული, თუმცა მონაწილეობა სწორედ 5 ათას 340-მა მიიღო.