მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული 5 340 მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 2 886-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.
„ინტერპრესნიუსის“ მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე წელს, სულ 7 ათას 327 პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული, თუმცა მონაწილეობა სწორედ 5 ათას 340-მა მიიღო.