12:48
19 იანვარი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ევროკავშირი ეწინააღმდეგება რუსეთის "დიდი რვიანის" ჯგუფში უპირობო დაბრუნებას
22-08-2019

ევროკავშირი ეწინააღმდეგება რუსეთის "დიდი რვიანის" ჯგუფში უპირობო დაბრუნებას. ამის შესახებ "ევრონიუსის" ცნობით, ევროპული ბლოკის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილი იქნება თუ მოსკოვს "დიდ შვიდეულს" შეუერთდებოდა.

აღსანიშნავია, რომ "დიდი შვიდეულის" ქვეყნები, მომავალ უქმეებზე საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ბიარიცში აპირებენ შეხვედრას.

"რუსეთის გარიცხვის მიზეზი კვლავ აქტიურია და მისი უპირობოდ დაბრუნების შეთავაზება იქნება არაპროდუქტიული და ჩვენი სისუსტის მანიშნებელი", - განაცხადა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელაზე უარი თქვა.

"დიდი რვიანის" წევრები ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი იყვნენ, თუმცა ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წლის ივნისში G8-ის ქვეყნის ლიდერები სოჭში მორიგ სამიტზე აღარ გაემგზავრნენ და ფორუმიდან რუსეთი გააძევეს.

AutoPlay
ბეთქილ შუკვანს ბავშვის წართმევაში ადანაშაულებენ - დედების აქცია
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
სასტიკი დანაშაული სურამში - ქმარმა 30 წლამდე ასაკის ცოლი ნაჯახით მოკლა
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევისა 6 ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავა
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
BBC: ჩინეთში უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს და დაავადება უკვე გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც
გამოქვეყნდა 23 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები