03:44
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრები დღეიდან აღდგება
30-07-2020

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული შეხვედრები დღეიდან აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავრშირის სადამკვირვებლო მისიის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განმარტებით, ერგნეთის ფორმატის აღდგენას წინ უძღვოდა ინტენსიური კონსულტაციები.

შეგახსენებთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული რიგით 95-ე შეხვედრა ერგნეთში 2019 წლის 29 აგვისტოს გაიმართა, რის შემდეგაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი, ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ქართული პოლიციის პოსტის მოწყობა დაასახელა და აღნიშნული საგუშაგოს დემონტაჟი მოითხოვა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები