ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული შეხვედრები დღეიდან აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავრშირის სადამკვირვებლო მისიის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განმარტებით, ერგნეთის ფორმატის აღდგენას წინ უძღვოდა ინტენსიური კონსულტაციები.
შეგახსენებთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული რიგით 95-ე შეხვედრა ერგნეთში 2019 წლის 29 აგვისტოს გაიმართა, რის შემდეგაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი, ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ქართული პოლიციის პოსტის მოწყობა დაასახელა და აღნიშნული საგუშაგოს დემონტაჟი მოითხოვა.