13:14
5 აპრილი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ერდოღანი: რუსეთს არ სურს, დაინახოს იდლიბში არსებული ჰუმანტარული კატასტროფა - თურქეთი უკან არ დაიხევს
26-02-2020

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯერ ტაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის მოთმინება სირიის ასადის რეჟიმის ქმედებებთან დაკავშირებით, ამოიწურა. იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენებს ერდოღანი მმართველი პარტიისადმი მიმართვის დროს გამოეხმაურა.

"თურქეთი ყველაფერს ცდილობდა, რომ თავიდან აეცილებინა სირიის იდლიბში ჰუმანიტარული კატასრტოფა, თუმცა რუსეთი ყოველთვის უარყოფდა, დაენახა არსებული საშინელი ვითარება. ჩვენი მიცემული ვადა იწურება. თვის ბოლოს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვახდინოთ საკუთარი სადამკვირვებლო პუნქტების უსაფრთხოება", - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, თურქეთი სამხედრო ავიაციის გამოყენების ვარიანტებსაც განიხილავს.

"ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ავიასივრცეს ვერ ვიყენებდით, თუმცა მალე ამასაც რამეს მოვუხერხებთ", - აღნიშნა ერდოღანმა.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის ოპოზიციურმა ჯარებმა, რომელთაც თურქეთი უჭერს მხარს, ქალაქ ნაირაბზე კონტროლი დაიბრუნეს. ნაირაბი საკვანძო ქალაქია სტრატეგიულ სარაქიბის მახლობლად, რომელიც იდლიბის პროვინციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციას წარმოადგენს.

AutoPlay
ბრიტანეთში კორონავირუსს 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
იტალიაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 681 ადამიანი დაიღუპა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 36 ადამიანია გამოჯანმრთელებული
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანია გამოჯანმრთელებული
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები