თურქეთის პრეზიდენტის, რეჯერ ტაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის მოთმინება სირიის ასადის რეჟიმის ქმედებებთან დაკავშირებით, ამოიწურა. იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენებს ერდოღანი მმართველი პარტიისადმი მიმართვის დროს გამოეხმაურა.
"თურქეთი ყველაფერს ცდილობდა, რომ თავიდან აეცილებინა სირიის იდლიბში ჰუმანიტარული კატასრტოფა, თუმცა რუსეთი ყოველთვის უარყოფდა, დაენახა არსებული საშინელი ვითარება. ჩვენი მიცემული ვადა იწურება. თვის ბოლოს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვახდინოთ საკუთარი სადამკვირვებლო პუნქტების უსაფრთხოება", - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, თურქეთი სამხედრო ავიაციის გამოყენების ვარიანტებსაც განიხილავს.
"ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ავიასივრცეს ვერ ვიყენებდით, თუმცა მალე ამასაც რამეს მოვუხერხებთ", - აღნიშნა ერდოღანმა.
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის ოპოზიციურმა ჯარებმა, რომელთაც თურქეთი უჭერს მხარს, ქალაქ ნაირაბზე კონტროლი დაიბრუნეს. ნაირაბი საკვანძო ქალაქია სტრატეგიულ სარაქიბის მახლობლად, რომელიც იდლიბის პროვინციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციას წარმოადგენს.