ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა, რომლის აყვანა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მოხდა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ , დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს უკვე მიმართეს. უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პრატიმრობის შეფარდებას ითხოვს. თბილისში საზარელი მკვლელობა 19 ოქტომბერს მოხდა. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირსა და აღნიშნული დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 1 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეეფარდათ. იხილეთ:კანიბალიზმის საქმეზე დაკავებული ბექა შენგელია შეურაცხადია - ადვოკატი