დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. ბრალდებულ ბექა შენგელიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების დღიდან ფსიქიატრიულ განყოფილებაშია. ლალი ბიწოშვილის თქმით, ექსპერტიზის ბიურომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასრულყოფილი დასკვნა დადო. პროცესზე სახელმწიფო ბრალდება იმ გამომძიებელს კითხვას, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა. მოწმის დაკითხვის შემდეგ აუდიო-ვიდეო მასალებს გამოიკვლევენ. საუბარია გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ვიდეომასალებზე, სადაც ბრალდებულების გადაადგილებაა ასახული. სხდომას ორივე ბრალდებული, ბექა შენგელია და ირმა ყოჩიაშვილი ესწრებიან. სასამართლო პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.76 წლის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა თავი დამნაშავედ ცნო. კანიბალიზმის ფაქტი დაადასტურა ასევე ბექა შენგელიამაც.