ბაგა-ბაღის აღმზრდელის დაკითხვა დიდუბის პოლიციის განყოფილებაში გვიანობამდე გაგრძელდა. მას 6-ს საათზე მეტ ხანს უწევდა კითხვებზე პასუხების გაცემა. ძიძა საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც სოციალურ ქსელში 8 თვის ბავშვზე ძალადობის კადრები გავრცელდა. ბაგა-ბაღ „პირველ ნაბიჯში“ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორი სიმკაცრით ექცევა აღმზრდელი მცირეწლოვანს. კადრების გავრცელებასთან ერთად მშობლებმა გამოძიებაც მოითხოვეს. დაკითხვის შემდეგ ძიძამ პოლიციის შენობა სათადარიგო კარით დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება არასრულწლოვანზე ძალადობის მუხლით დაიწყო. ბაღის "პირველი ნაბიჯი" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღმზრდელი სულ 3 დღის მიღებული იყო და შესაბამისი დაკვირვების ქვეშ იყო, როდესაც ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. ქალი სამსახურიდან უკვე დაითხოვეს, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში აცხადებენ რომ კერძო ბაღები მათ არ ექვემდებარება.