საბავშვო ბაღ „პირველი ნაბიჯის“ აღმზრდელი, რომლის შესახებაც მშობელმა "სოციალურ ქსელში" ვიდეო გამოაქვეყნა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც palitravideo.ge-ს ბაღის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვიდეომასალა, რომელშიც მათი თქმით, აღმზრდელი ბავშვს აჯანჯღარებს, მშობლებს თავად მიაწოდეს.„ჩანაწერი, რომელიც მშობელს ჰქონდა, მივაწოდეთ ჩვენ, რათა შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. ბაღის თანამშრომელი იმავე დღეს გავათავისუფლეთ. შესაბამისი ზომები მივიღეთ და მივაწოდეთ პოლიციას. შემთხვევა მოხდა 8 აგვისტოს“, - განაცხადეს საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში."ფეისბუქზე" საბავშვო ბაღში დამონტაჟებული ვიდეოკადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ აღმზრდელი 8 თვის ბავშვს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.