დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვას დაესწრო - Palitra News

დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვას დაესწრო

2018-02-15 16:29:20+04:00

საზარელი თავდასხმისას მოკლული 33 წლის ნოპდარ გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფალოზე დაკრძალეს. შვილის დაკრძალვას დაესწრო გულ მკერდის არეში მძმედ დაჭრილი დოდო გუგეშაშვილიც, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ის დაკრძალვაზე ღუდუშაურის კლინიკიდან რეანომობილით გადაიყვანეს. ძმათა სასაფლაოს ეკკლესიაში, სადაც გარდაცვგლილი ესვენა, გუგეშაშვილი რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა. აქვე მოხდა ორი შვილმკვდარი მშობლის შეხვედრა: დოდო გუგეშაშვილს პანკისის სპეცოპერაციისას დაღუპული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ - მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიუსამძიმრა. დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ, შვილმკვდარი დედა კვლავ ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ რომ დოდო გუგეშაშვილს და მის 33 წლის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან საუკუთარ სახლში ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი ამ დრომდე მკურნალობს.

იხილეთ:

"ჩემი ჭირისუფალია, მე - მისი" - დოდო გუგეშაშვილის ემოციური სიტყვები მალხაზ მაჩალიკაშვილზეორი შვილმკვდარი მშობლის შეხვედრა: მალხაზ მაჩალიკაშვილმა დოდო გუგეშაშვილს მიუსამძიმრა

დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე ცუდად გახდა