ორი შვილმკვდარი მშობლის შეხვედრა: მალხაზ მაჩალიკაშვილმა დოდო გუგეშაშვილს მიუსამძიმრა - Palitra News

ორი შვილმკვდარი მშობლის შეხვედრა: მალხაზ მაჩალიკაშვილმა დოდო გუგეშაშვილს მიუსამძიმრა

2018-02-15 13:38:50+04:00

დოდო გუგეშაშვილის ვაჟს, ნოდარ გუშეშაშვილს 15:00 საათზე დაკრძალავენ. საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, ღუდუშაურის კლინიკიდან დოდო გუგეშაშვილი რეანიმობილით გადაიყვანეს. სასაფლაოზე დოდო გუგეშაშვილის ახლობლები და მეგობრები იმყოფებოდნენ. მას სასაფლაოზე პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც დახვდა და შვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

იხილეთ: დოდო გუგეშაშვილის შვილის დაკრძალვა საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე