"დილას გადაგვყავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი" - თემირლან მაჩალიკაშვილის დედის კომენტარი და კადრები საავადმყოფოდან - Palitra News

"დილას გადაგვყავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი" - თემირლან მაჩალიკაშვილის დედის კომენტარი და კადრები საავადმყოფოდან

2018-01-10 10:23:40+04:00

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

იხილეთ: "ჩემი ოჯახი დაიღუპა, ვითხოვ ყველანი დაგვღუპონ, ცეცხლი წაუკიდონ ამ ოჯახს" - რა ხდება თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში, მისი გარდაცვალების შემდეგ?