"ჩემი ოჯახი დაიღუპა, ვითხოვ ყველანი დაგვღუპონ, ცეცხლი წაუკიდონ ამ ოჯახს" - რა ხდება თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში, მისი გარდაცვალების შემდეგ? - Palitra News

"ჩემი ოჯახი დაიღუპა, ვითხოვ ყველანი დაგვღუპონ, ცეცხლი წაუკიდონ ამ ოჯახს" - რა ხდება თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში, მისი გარდაცვალების შემდეგ?

2018-01-10 13:10:53+04:00

პანკისის ხეობის სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სამძიმარს იღებს. სამძიმარს თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია იღებს. „უდანაშაულოდ ჩაცხრილეს ჩემი შვილიშვილი. ოთახის კარი შეანგრიეს და საწოლში მყოფი ბავშვი ამ დღეში ჩააგდეს. დღეს ყველა დახოცილები ვართ. კიდევ მოვიდნენ, სახლს ცეცხლი წაუკიდონ და ყველა ერთად დაგვწვან, ისედაც დახოცილები ვართ", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ, ელენე მაჩალიკაშვილმა.პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

იიხლეთ: "დილას გადაგვყავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი" - თემირლან მაჩალიკაშვილის დედის კომენტარი და კადრები საავადმყოფოდან