დიღმის მასივში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს - Palitra News

დიღმის მასივში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

2020-03-02 14:09:16+04:00

დიღმის მასივში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

"პალიტრანიუსის" ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლით არის დაწყებული. სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 236-ე მუხლის რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძება-შენახვა, ტარებას ეხება.

უწყების ინფორმაციით ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.