დიღმის მასივში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
"პალიტრანიუსის" ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლით არის დაწყებული. სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 236-ე მუხლის რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძება-შენახვა, ტარებას ეხება.
უწყების ინფორმაციით ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.