18:21
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
დევიდ ფინჩერის ფსიქოლოგიური ტრილერი "შვიდი" - 1990-იანი წლების ამერიკული კინოს შედევრი, სადაც ხანდაზმული დეტექტივი და მისი მეწყვილე, იძულებით ებმებიან სამყაროს განწმენდის იდეით შეპყრობილი მანიაკის თამაშში და ცდილობენ საზარელი მკვლელობების გამოძიებას
26-11-2021

დევიდ ფინჩერის ფსიქოლოგიური ტრილერი "შვიდი", რომელიც ნეო-ნუარის საეტაპო ფილმად და 1990-იანი წლების ამერიკული კინოს ნამდვილ შედევრად იქცა, ხანდაზმული დეტექტივის და მისი ახალგაზრდა მეწყვილეს შვიდდღიან ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს, რომლებიც იძულებით ებმებიან სამყაროს განწმენდის იდეით შეპყრობილი მანიაკის ცინიკურ თამაშში და მისსავე წესებს დამორჩილებული ცდილობენ საზარელი მკვლელობის სერიის გამოძიებას.

პროდიუსერების პესიმიზმის მიუხედავად, რომელთაც ზედმეტად პირქუშად მოეჩვენათ ფილმი და მისი ფინალის შეცვლა მოინდომეს, "შვიდი" მაინც მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე ჩაეშვა გაქირავებაში და პუბლიკის მოწონებასთან ერთად კრიტიკოსების დადებითი შეფასებაც დაიმსახურა, რომელთაც ერთხმად აღნიშნეს შემოქმედებითი ჯგუფის ბრწყინვალე ნამუშევარი, მსახიობების შთამბეჭდავი თამაში და ორიგინალური მუსიკალური გაფორმება.

ენდრიუ კევინ უოკერი თითქმის ორი წელი მუშაობდა სცენარზე, რომელსაც თავად „ნიუ-იორკისადმი მიძღვნილი ცინიკური წერილი“ უწოდა. მანიაკზე ისტორიის შექმნის იდეა, რომელიც შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის მიხედვით ირჩევს მსხვერპლს, სცენარისტს  პენსილვანიის პროვინციული ქალაქიდან მსოფლიო მეგაპოლისში გადაბარგების შემდეგ გაუჩნდა, როცა ნიუ-იორკმა ოცნებების ასრულების ნაცვლად იმედი გაუცრუა და მოჩვენებითი ბრწყინვალების მიღმა მხოლოდ ცოდვით დამძიმებული ქალაქი დაინახა.

AutoPlay
პრესტიჟული პრიზებისა და კომერციული წარმატების წყალობით 2017 წლის კინოსენსაციად ქცეული "ლა ლა ლენდი"
14-01-2022
"რომაული არდადეგები" - ფილმი, რომლის ისტორიასაც ამ გადაცემიდან მოისმენთ, მსოფლიო კინოს კლასიკად და ყველაზე ცნობილ რომანტიკულ ფილმადაა აღიარებული
07-01-2022
ფილმი, რომელიც ახალი წლის სიმბოლოა - "მარტო სახლში"
31-12-2021
იმედგაცრუების და არასასიამოვნო გრძნობების დასაძლევად ორი უცნობი ქალბატონი გადაწყვეტს, რომ შობას სახლები გაცვალონ და სწორედ ამ მომენტიდან მათი ცხოვრება თავდაყირა დგება - რომანტიკული კომედია "შვებულება", რომელიც ლიდერია საშობაო ფილმებში
24-12-2021
მარტინ სკორსეზეს "განდგომილები", რომელიც თანამედროვე განგსტერული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება - ფილმმა 290 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა გაქირავებაში და "ოსკარიც" მოიპოვა
17-12-2021
ჯუზეპე ტორნატორეს "საუკეთესო წინადადებით" აღფრთოვანებულმა კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს ფილმის ბრწყინვალე გამომსახველობას და ერთხმად აღნიშნეს ჯეფრი რაშის არაჩვეულებრივი თამაში
10-12-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები