დავით ზალკალიანი - პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და ხაზგასმულია ამ საშინელი დანაშაულის მიუღებლობა - Palitra News

დავით ზალკალიანი - პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და ხაზგასმულია ამ საშინელი დანაშაულის მიუღებლობა

2018-12-08 15:22:22+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებულ განცხადებას აფასებს. დავით ზალკალიანის თქმით, განცხადება საქართველო-რუსეთის კონფლიქტსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს. მისივე თქმით, საქართველო წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან მიმართებაში, რასაც ბოლო დროს გაკეთბული განცხადებებბი და რეზოლუციებიც მოწმობს.