საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებულ განცხადებას აფასებს. დავით ზალკალიანის თქმით, განცხადება საქართველო-რუსეთის კონფლიქტსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს. მისივე თქმით, საქართველო წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან მიმართებაში, რასაც ბოლო დროს გაკეთბული განცხადებებბი და რეზოლუციებიც მოწმობს.