დავით დვალი - "რუსთავი 2" არის უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას - Palitra News

დავით დვალი - "რუსთავი 2" არის უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას

2019-07-26 14:57:04+04:00

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც დავით დვალმა შეხვედრაზე განაცხადა, ისინი დაუშვებლად თვლიან რუსთავი 2-ის, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას. როგორც დავთ დვალმა აღნიშნა, რუსთავი 2 უკიდურესად კრიტიკული ტელევიზიაა და ის ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას. მისივე შეფასებით, არხის საინფორმაციო კურსის შეცვლა ქვეყნისთვის დიდი დარტყმა იქნება.