რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც დავით დვალმა შეხვედრაზე განაცხადა, ისინი დაუშვებლად თვლიან რუსთავი 2-ის, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას. როგორც დავთ დვალმა აღნიშნა, რუსთავი 2 უკიდურესად კრიტიკული ტელევიზიაა და ის ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას. მისივე შეფასებით, არხის საინფორმაციო კურსის შეცვლა ქვეყნისთვის დიდი დარტყმა იქნება.