გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მინისტრის განცხადებით, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქტიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. "მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება პოლიტიკური სარჩული მოვხსნათ ამ თემას. ჩვენ ვამუშავებთ ყველა ვერსიას, ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც მთავარია დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
იხილეთ: რა ხდებოდა ყიზილაჯლოში, სადაც ხუთი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის დეპუტატობის კანდიდატი