სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან გუშინ საღამოს თავდასხმა მოხდა. შედეგად დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
იხილეთ ასევე: ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, მათგანი ერთის მდგომარეობა მძიმეა