დამწვარი სახლები და დაშავებული ადამიანები - ბათუმში აფეთქება თხევადმა აირმა გამოიწვია. შემთხვევა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. მომხდარის შედეგად 2 სახლი მთლიანად დაიწვა, კიდევ ორი კი მნიშვნელობვნად დაზიანდა. არიან დაშავებულებიც. სხეულის დამწვრობა სამმა ადამიანმა მიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს სხეულის 90 %-ის დამწვრობა აღენიშნება. განსაკუთრებით მძიმეა ერთერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს. აფეთქების შედეგად ასევე დაიწვა 5 მანქანა. ადგილობრივები ახლომდებარე კერძო თხევადი გაზის სადგურის გაუქმებას ითხოვენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გულისხობს ელექტრო ან თბოლენერგიის - გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.
იხილეთ: პირველი კადრები ბათუმიდან, სადაც აფეთქება მოხდა - ადგილზე 4 სახლი იწვის და არიან დაშავებულები
დამწვარი სახლები, მანქანები და დაშავებული ადამიანები - კადრები და კომენტარები ბათუმიდან