ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აფეთქების შედეგად იწვის 4 სახლი. ასევე დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებმაც დამწვრობა მიიღეს. ერთი დაშავებული ცოტა ხნის წინ კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს, მეორე კი - რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევის ადგილზე მეხანძრეებსა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებთან ერთად, ექსპერტ-კრიმინალისტები და ადგილობრივები იმყოფებიან, რომლებიც ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ახლომდებარე კერძო თხევადი გაზის სადგურის გაუქმებას ითხოვდნენ. იხილეთ: "ჩემმა რძალმა 2 პატარა ბავშვი აიყვანა, კარები მიამტვრია და გამოვიდა" - ვის ადანაშაულებენ ადგილობრივები ბათუმის აფეთებაში?