12:47
22 იანვარი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში" 16 წლის გიორგი ჩახნაშვილის პროექტის - Digital Mind პრეზენტაცია გაიმართა
08-11-2018

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ 16 წლის გიორგი ჩახნაშვილის პროექტის - “ხელოვნური ინტელექტი განათლებაში - ახალი ინსტრუმენტი ქართველ სტარტაპერებსა და მეწარმეებს” პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში” დაწყებული პროექტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განათლებასთან ინტეგრირებას უკავშირდება, ახალ ეტაპზე გადავიდა, რადგან ახლა უკვე ქართველი სტარტაპერებისთვის და დამწყები მეწარმეებისთვის, ცოდნის მიღება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დროის მინიმალური დანახარჯით გახდება შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად, 16 წლის მოსწავლის, გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილი პროგრამა Digital Mind, რომელიც ალგორითმზეა დაფუძნებული, მოცულობით ინფორმაციას აანალიზებს და მათ შორის, ლოგიკურად, ყველაზე შესაბამის პასუხს არჩევს. ამასთან, Digital Mind-ის ავტორის თქმით, პროგრამას პერსონალური AI ასისტენტის ინსტრუმენტი დაემატა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თავად შესძინოს ხელოვნურ ინტელექტს ცოდნა, ასწავლოს პროგრამას მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შეამციროს დრო, რომელიც სჭირდება წიგნის/სტატიის/კვლევის წასაკითხად და ვიდეოს საყურებლად.

AutoPlay
მექსიკაში გასულ წელს 33 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბერლინში ყოველწლიურ გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
გამოქვეყნდა 35 წუთის წინ
საქართველოს პრეზიდენტი ბელგიაში ქართულ დიასპორას შეხვდა
გამოქვეყნდა 38 წუთის წინ
თამარ ჩუგოშვილი - მივმართავ EPP-ს, მიაქციოთ ყურადღება, როგორ მოექცა თქვენი პარტნიორი პარტია ქალ საპრეზიდენტო კანდიდატს
გამოქვეყნდა 42 წუთის წინ
ნათია თურნავა - მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული 27 ოჯახი ამ დრომდე ქირით ცხოვრობს
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები