ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ 16 წლის გიორგი ჩახნაშვილის პროექტის - “ხელოვნური ინტელექტი განათლებაში - ახალი ინსტრუმენტი ქართველ სტარტაპერებსა და მეწარმეებს” პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში” დაწყებული პროექტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განათლებასთან ინტეგრირებას უკავშირდება, ახალ ეტაპზე გადავიდა, რადგან ახლა უკვე ქართველი სტარტაპერებისთვის და დამწყები მეწარმეებისთვის, ცოდნის მიღება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დროის მინიმალური დანახარჯით გახდება შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად, 16 წლის მოსწავლის, გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილი პროგრამა Digital Mind, რომელიც ალგორითმზეა დაფუძნებული, მოცულობით ინფორმაციას აანალიზებს და მათ შორის, ლოგიკურად, ყველაზე შესაბამის პასუხს არჩევს. ამასთან, Digital Mind-ის ავტორის თქმით, პროგრამას პერსონალური AI ასისტენტის ინსტრუმენტი დაემატა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თავად შესძინოს ხელოვნურ ინტელექტს ცოდნა, ასწავლოს პროგრამას მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შეამციროს დრო, რომელიც სჭირდება წიგნის/სტატიის/კვლევის წასაკითხად და ვიდეოს საყურებლად.