ბათუმის, ინფექციურ საავადმყოფოში 30 წლამდე მამაკაცი მოათავსეს. მამაკაცი ვირუსის სიმპტომებით ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მამაკაცი იტალიიდან 25 თებერვალს საქართველოში დაბრუნდა და ტემპერატურის მატებით კლინიკას ახლა მიმართა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად კორონავირუსზე ტესტების შედეგებს ელოდებიან.