ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 30 წლამდე მამაკაცის ტესტების პასუხებს ელოდებიან - Palitra News

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 30 წლამდე მამაკაცის ტესტების პასუხებს ელოდებიან

2020-03-04 16:13:49+04:00

ბათუმის, ინფექციურ საავადმყოფოში 30 წლამდე მამაკაცი მოათავსეს. მამაკაცი ვირუსის სიმპტომებით ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მამაკაცი იტალიიდან 25 თებერვალს საქართველოში დაბრუნდა და ტემპერატურის მატებით კლინიკას ახლა მიმართა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად კორონავირუსზე ტესტების შედეგებს ელოდებიან.