ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო. როგორც ნობილია, ბრალდებული დაცვის პოლიციაში 1991-1992 წლებში მუშაობდა. თუმცა შემდეგ სამსახური დაატოვებინეს და შსს-ს სტრუქტურებში აღარ უმუშავია. შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება ვაკეში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულზე შემაკავებელი ორდერი, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე გაიცა. შსს-ინფორმაციით, 25 წლის ქალი და მისი დედა შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და დედის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
იხილეთ: