"არ ვაპატიებ, თავზე უნდა ჩამოვაქციო ყველაფერი" - ბარნოვზე მოკლული გოგოს ოჯახი კონფლიქტის დეტალებზე და მკვლელის წარსულზე საუბრობს - Palitra News

"არ ვაპატიებ, თავზე უნდა ჩამოვაქციო ყველაფერი" - ბარნოვზე მოკლული გოგოს ოჯახი კონფლიქტის დეტალებზე და მკვლელის წარსულზე საუბრობს

2018-04-14 13:09:17+04:00

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლულ ახალგაზრდა ქალს კახეთში გადაასვენებენ. თაკო გამრეკელაშვილის ცხედარს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში დაკრძალავენ.მოკლულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი დედამისის ყოფილი მეუღლე ვეფხია ბაქრაძეა, რომელმაც ახალგაზრდა ქალი შურისძიების ნიადაგზე მოკლა.მათივე თქმით, კაცი ყოფილ ცოლზე მუდმივად ძალადობდა და შვილის მოკვლით ემუქრებოდა. მან საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა, სადაც სწორედ ცოლის ცემის გამო მოხვდა. ოჯახი პოლიციის მხრიდან დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს. მათი თქმით, სამართალდამცავებმა კაცს შემაკავებელი ორდერი რამდენჯერმე გამოუწერეს, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. 25 წლის გოგო გუშინ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

იხილეთ: რამდენიმე საათით ადრე გაცემული შემაკავებელი ორდერი: შსს-ს განცხადება 25 წლის ქალის ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაზე

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგონას ყელი გამოჭრეს - ის ადგილზე გარდაიცვალა