ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.„მსოფლიოში ჩვენი კოლეგა სამართალდამცავი ორგანოების წყალობით, ხურციძის მიერ გამოძალვა და ძალადობრივი ქმედებების ბატონობა დასრულდა, რადგან მას ახლა 10 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი და ამ პერიოდის გატარება ფედერალურ ციხეში მოუწევს“, – აცხადებს მანჰეტენის პროკურორი ჯეფრი ბერმანი.პროკურორის კომენტარი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. პროკურორი ბერმანი ასევე ხაზს უსვამს, რომ ავთანდილ ხურციძის როლი ყოფილი საბჭოთა კავშირის „ელიტურ“ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი პირების დაშინება და დასჯა იყო.ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო.
იხილეთ:
ამერიკაში დაკავებული ავთანდილ ხურციძის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრება