ამერიკაში დაკავებული ავთანდილ ხურციძის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრება - Palitra News

ამერიკაში დაკავებული ავთანდილ ხურციძის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრება

2018-09-08 17:26:13+04:00

ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მშობლები შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან და საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ. სპორტსმენის დედა ასევე მოითხოვს რამდენიმე ხნის წინ ციხეში მომხდარი ჩხუბის ამსახველი კადრების გადაცემას. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ბოლოს საპატიმროში მომხდარი ჩხუბიც სასჯელის გასამკაცრებლად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სხვა პირებთან ერთად დააკავეს. ქართველი მოკრივე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იხილეთ:

ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა