ავარიაში მოყოლილი მოტოციკლის 17 წლის მძღოლი გარდაიცვალა - Palitra News

ავარიაში მოყოლილი მოტოციკლის 17 წლის მძღოლი გარდაიცვალა

2019-08-12 17:49:41+04:00

ექიმების მცდელობის მიუხედავად, ავარიაში მოყოლილი მოტოციკის 17 წლის მძღოლი გარდაიცვალა. ექიმები დაშვებულის გადარჩენას სამსაათნახევრის განმავლობაში ცდილობდნენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში, კუსტარულად აწყობილი მოტოციკლი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ კლინიკა "გორმედში" გადაყვანილ პაციენტს რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია, თუმცა, ტრავმების ხარისხიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.