ექიმების მცდელობის მიუხედავად, ავარიაში მოყოლილი მოტოციკის 17 წლის მძღოლი გარდაიცვალა. ექიმები დაშვებულის გადარჩენას სამსაათნახევრის განმავლობაში ცდილობდნენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში, კუსტარულად აწყობილი მოტოციკლი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ კლინიკა "გორმედში" გადაყვანილ პაციენტს რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია, თუმცა, ტრავმების ხარისხიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.