არსებული ინფორმაციით, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ექსპერტ-კრიმინალისტები ჭონქაძის მიმდებარედ, ნიაღვრის ქუჩაზე მუშაობენ. ჭონქაძის ქუჩაზე გუშინ მოკლული მამაკაცის ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროშია. ოჯახის წევრები მის გადმოსვენებას დღეს ელოდებიან. პოლიციის განყოფილებაში კი გარდაცვლილის ოჯახის წევრების დაკითხვა მიმდინარეობს.
მკვლელობა მთაწმინდაზე, ვილნიუსის სკვერში გუშინ მოხდა, სადაც გამოყოფილია ბავშვებისთვის განკუთვნილი ზონა და საცხოვრებელი კორპუსებია განთავსებული. არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა ობიექტებიდან ვიდეოსათვალთვალო კამერები ამოიღეს და მოქალაქეები გამოკითხეს.
იხილეთ: ახალი დეტალები მთაწმინდიდან, სადაც მოტოციკლეტისტმა ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლა