ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები ორ ვერსიაზე საუბრობენ. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მათი თქმით, გარდაცვლილია მთაწმინდაზე, ნიაღვრის ქუჩის მცხოვრები 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. თვითმხილველთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ მკვლელობის დროს მამაკაცთან რამდენიმე პირი იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთმა მამაკაცმა სანადირო თოფიდან გაისროლა. ხოლო მეორე ვერსიით, მამაკაცი უცნობმა პირმა მოკლა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მკვლელობის მომენტში კი მას ჩაფხუტი ეხურა.