კონტრაქტი ჩემი გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს შეიცავს. ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა, კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს, - ამის შესახებ „რუსთავის 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ ნიკა გვარამია ტელეკომპანიაში ვერც ჟურნალისტის და ვერც გენერალური დირექტორის პოზიციაზე ვეღარ დარჩება.გვარამიას თქმით, მისი სამსახურებრივი კონტრაქტი ტელეკომპანიის მესაკუთრის შეცვლის გამო ბათილად ვერ ჩაითვლება. გვარამია აცხადებს, რომ „რუსთავი2“-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ამას არხის ჟურნალისტები მოისურვებენ.
იხილეთ:
"კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ხელისუფლებას, პირველ რიგში ივანიშვილს" - ნიკა გვარამიას მიმართვა მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგვინ შეცვლის ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის დირექტორის პოსტზე? - ტელეკომპანიის ხელმძღვანელის ვინაობას ქიბარ ხალვაში ასახელებსდავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - თეა წულუკიანის ბრიფინგი "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ"რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია