სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.შესაბამისი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.„სასამართლომ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ტ.ს-ს მიერ, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოვებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. სასამართლომ ერთპიროვნულად დაადგინა ასევე, რომ არ დარღვეულა მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოვებლობას, რომელშიც შედიოდა მოსამართლე ნ.გ“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
იხილეთ: