"ან თავი უნდა მოვიკლა, ან ისინი მოვკლაო" - თვითმკვლელობის რა მიზეზზე საუბრობს ხარაგაულში გარდაცვლილი ბიჭის და
ხარაგაულში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი პოლიციას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილს ემუქრებოდნენ და თანამშრომლობას აიძულებდნენ. რის გამოც 28 წლის ამირან კვირიკაშვილმა თავი მოიკლა. გარდაცვლილის და ამბობს, რომ მის ძმაზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მისივე თქმით, ამირან კვირიკაშვილი ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში სამჯერ დაიბარეს, მისი დაკითხვა კი დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კითხვები კი ოჯახის საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდათ.
იხილეთ: თვითმკვლელობა ხარაგაულში - ვის ადანაშაულებს 28 წლის მამაკაცის ოჯახი?