ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრების განცხადებით, მასზე ბოლო პერიოდში პოლიციის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა. ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილს ემუქრებოდნენ და თანამშრომლობას აიძულებდნენ. გარდაცვლილის და ამბობს, რომ მის ძმაზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მისივე თქმით, ამირან კვირიკაშვილი ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში სამჯერ დაიბარეს, მისი დაკითხვა კი დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კითხვები კი ოჯახის საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდათ.