ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. არსებული ინფორმაციით ქართველი მოკრივის სასჯელის ზომა ნიუ იორკის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა. „მივდივარ ციხეში” – ამ სიტყვებით დატოვა მსჯავრდებულმა სასამართლო დარბაზი.შეგახსენებთ, ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. დაკავებულებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად – „შულაია ენთერფრაიზად“ მოიხსენიებდა.