ბოლო რამდენიმე თვეა „ალბატროსის“ მისამართით მიზანმიმართული, აგრესიული კამპანია გრძელდება. ეს არის გარკვეული ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „ალბატროსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტერიტორია, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, არ არის კომპანიის მფლობელობაში და ნარკოტიკული საშუალებების შენახვასთან დაკავშირებული ინფორმაცია „ალბატროსის“ დისკრედიტაციას ემსახურება. შპს „ალბატროსის“ შენობის სხვენში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, 30 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში შეტყობინება შევიდა შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალების შენახვის თაობაზე. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.
იხილეთ:
შსს-მ შპს "ალბატროსის" შენობაში ჩხრეკა ჩაატარა