შსს-მ შპს "ალბატროსის" შენობაში ჩხრეკა ჩაატარა - Palitra News

შსს-მ შპს "ალბატროსის" შენობაში ჩხრეკა ჩაატარა

2018-06-30 16:18:49+04:00

შპს "ალბატროსის" შენობის სხვენში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, 30 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიმართა ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტმა. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.